2015-10-19

ალექსანდრე ჯავახიშვილი - 140

22-25 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

იუბილეს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი თამარ დოლბაია, ვახუშტი ბაგრატიონის  გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა ბოლაშვილი,  აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან.

ღონისძიებები თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ეგიდით ტარდება.

დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
22.X. 10:00. საერთაშორისო კონფერენციის გახსნა (თსუ, საგამოფენო დარბაზი, III სართ.);
22.X. 11:00. პლენარული სხდომა (თსუ, აუდ. 115 I);
22.X. 15:00-18:00. საერთაშორისო კონფერენციის სექციური სხდომები
(თსუ, აუდ.: 06I, 115I, 135II);

23.X. 10:00-14:00. საერთაშორისო კონფერენციის სექციური სხდომები
(თსუ, აუდ.: 135II, 171II, 344II და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება);
23.X.15:00. საიუბილეო საღამო (თსუ სააქტო დარბაზი);

24.X. 10:00. ვიზიტი მეცნიერის სახლ-მუზეუმში (სოფელი ძევერა);
25.X. 11:00. ნორჩ გეოგრაფთა სკოლის კონფერენცია (საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება)


Print

« იხ. ყველა სიახლე