2019-10-18
საჯარო ლექცია „კიბერთავდაცვა - NATO-ს მიდგომები და საქართველოს პერსპექტივა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გიწვევთ საჯარო ლექციაზე „კიბერთავდაცვა - NATO-ს მიდგომები და საქართველოს პერსპექტივა“, რომელიც გაიმართება
21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოში მიმდინარე „ნატოს დღეები“-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, მის.:
შალვა დადიანის ქ. 2/1.
ლექციას წაიკითხავს ანდრია გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი. ლექციის ფარგლებში განხილული იქნება კოლექტიური კიბერთავდაცვა, კიბერსივრცე ალიანსის დოკუმენტაციასა და სამიტებზე, NATO-საქართველოს თანამშრომლობა, ინტეგრაციის გზები, არსებული გამოწვევები და სხვა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
« იხ. ყველა სიახლე