2015-10-19

საერთაშორისო სემინარი “საქართველოში ენგურის ჰიდროელექტროსადგურის უსაფრთხოება გეოსაშიშროებების მიმართ”

3 ნოემბერს, 10:00 საათზე ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი უცხოელ კოლეგებთან ერთად, NATO-ს წევრი ქვეყნებიდან (იტალია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია) ატარებს საერთაშორისო სემინარს სახელწოდებით “საქართველოში ენგურის ჰიდროელექტროსადგურის უსაფრთხოება გეოსაშიშროებების მიმართ”.

პროექტის მიზანია გეოსაშიშროების მოწყვლადობის განსაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის სტრატეგიული შენობებისათვის, წარმოდგენილი ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურით: ენგური, და განისაზღვროს შესაძლო გეოსაშიშროების სცენარები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას საბოლოო მომხმარებლების მიერ, ასევე მომსამზადებელი აქტივობები, რომლებიც ახალგაზრდა მკვლევრებსა და ტექნიკოსებს მისცემს ცოდნასა და გამოცდილებას.

ეს კვლევები ემთხვევა NATO-ს ძირითად პრიორიტეტებს:როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და პრევენცია. აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მეცნიერებთან თანამშრომლობას ასევე დადებითი შედეგი ექნება საერთაშორისო სტაბილურობის გაზრდითა და  NATO-ს ქვეყნებთან თანამშრომლობის მხრივ. მეტიც, ვინაიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ საერთო აქტიური სტრუქტურიები, სეისმოგენური რღვევების ცოდნის გაუმჯობესება ამ ზონებში სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისათვის, სეისმური საშიშროებისა და რისკების განსაზღვრისათვის.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია



Print

« იხ. ყველა სიახლე