2017-09-12

ახალი საძიებო სისტემა თსუ სტუდენტებისა და პროფესორებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საძიებო სისტემის EconBiz ქსელის პარტნიორი გახდა. თსუ-ს ბიბლიოთეკასა და ZBW – გერმანიის ეკონომიკის ეროვნულ ბიბლიოთეკას – ლეიბნიცის ეკონომიკის საინფორმაციო ცენტრს (გერმანია) - შორის  გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად თსუ სტუდენტებსა და პროფესორებს წვდომა ექნებათ ახალ საძიებო სისტემაზე.

EconBiz https://www.econbiz.de/ თსუ-ს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
ნაშრომების უფასო დეპოზიტარი და საძიებო სისტემა ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში https://www.econbiz.de/ (ლაიბნიცის საინფორმაციო ცენტრის - გერმანიის სამსახური)

1. დოკუმენტების ძიება გერმანიისა და საერთაშორისო რესურსებზე
2. უფასო წვდომა სრულ და ფასიან (ლიცენზირებულ) დოკუმენტებზე
3. სტატიები მაღალი რანგის ჟურნალებიდან და წიგნებიდან.
4. სრული ტექსტები ეკონომიკისა და ბიზნესის დარგის მიმდინარე კვლევების ანგარიშებიდან.
5. ინფორმაცია კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების შესახებ https://www.econbiz.de/Events/Results
6. შედარებითი ანალიზი გუგლ აკადემიისა (Google Scholar) და EconBiz--ის. https://www.econbiz.de/…/2014_EconBiz_oder_Google_ENGLISCH
7. ინფორმაცია ძიების ჩატარების შესახებ    

https://www.econbiz.de/eb/en/hilfe-verfuegbarkeit/

სრული ინფორმაცია იხილეთ:
/ge/faculties/economics/news/11xGTMsRvZ4vAewBD/?p=1

Print

« იხ. ყველა სიახლე