2016-11-21

კონფერენცია „სწავლისა და სწავლების ინტერნაციონალიზაცია: პოლიტიკა და პრაქტიკა“

2016 წლის 21-22 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება კონფერენცია თემაზე: „სწავლისა და სწავლების ინტერნაციონალიზაცია: პოლიტიკა და პრაქტიკა“.
 
კონფერენცია უკვე მეორედ იმართება პროექტის - „ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა აღმოსავლეთის სამეზობლო სივრცის ქვეყნების უნივერსიტეტებში კულტურული და სტრუქტურული ადაპდაციების გზით“ (PICASA) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის უმაღლესი განათლების აუდიოვიზუალური და კულტურული სააგენტოს  (EACEA) ტემპუსის პროგრამის მიერ.
 
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ განაცხადები წარმოადგინონ შემდეგ საკითხებზე:
·საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი სწავლასა და სწავლებაში ინტერნაციონალიზაციის  ასპექტების   გათვალისწინებით: უნივერსიტეტის პოლიტიკა;
·კურიკულუმის დიზაინისა და ინტერნაციონალიზაციისადმი ინოვაციური მიდგომები;
·სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობის გავლენა სწავლასა და სწავლებაზე;
·თანამშრომელთა     მომზადება/გადამზადება კურიკულუმის ინტერნაციონალიზაციის უზრუნველსაყოფად;
·კოლაბორაციული პარტნიორობის უპირატესობები უნივერსიტეტის  ინტერნაციონალიზაციის გასაძლიერებლად;
·სტუდენტებთან მუშაობა უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის გაძლიერების მიზნით;
·ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიული დაგეგმვა.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ 15 წუთიანი პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე რომელშიც ასახული იქნება თქვენი უნივერსიტეტის გამოცდილება. გთხოვთ, გამოგზავნოთ აბსტრაქტები 31 ოქტომბრამდე შემდეგ ელ-მისამართზე: picasa.tempus@gmail.com
 
განაცხადის ინგლისურენოვანი ტექსტი
Print

« იხ. ყველა სიახლე