ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-22

ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიები ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში (ბულგარეთი)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე,  მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.

სასწავლო მიმართულებები:
International Business and Management, International Hospitality Management, International Tourism Management, Software Engineering
საგნების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, 2016 წლის 12 ოქტომბერი)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
5 საუკეთესო აპლიკანტს (მაღალი GPA, მაღალი ქულა უცხო ენის ტესტირებაში) სკაიპით გაესაუბრება შესარჩევი კომისია (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 4 ნოემბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (მოინიშნეთ სასურველი დანართიდან თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 5

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი: 1 თებერვალი - 31 მაისი, 2017)

სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 750 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!


Print

« იხ. ყველა სიახლე