საბაკალავრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები (
www.ut.ee)
ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები (
www.vu.lt)
კომენიუსის უნივერსიტეტი ბრატისლავაში (სლოვაკეთი)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები (
www.uniba.sk)
(აპლიკანტები უნდა დარეგისტრირდნენ და ატვირთონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია pdf ფაილში).
-
CV ინგლისურ ენაზე;
-
ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან (ქართულ ენაზე);
-
მოტივაციის წერილი (ხელმოწერილი, ინგლისურ ენაზე);
-
რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
-
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში ან/და ატვირთეთ განაცხადი რომ გინდათ ტესტის (B2) დაწერა ინგლისურ ენაზე);
-
ბაკალავრიატში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის დეკანატიდან (ქართულ ენაზე);
-
პასპორტის ასლი;
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – ინგლისური ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება
კონკურსის I ეტაპი (ტესტირება)
ჩატარდება
ა.წ. 5 ნოემბერს
16:30
სთ
.
ტესტირება გაიმართება საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 3 ნოემბერი 18 საათი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 2 25 02 12 ).
შენიშვნა: დაგვიანებული განაცხადება არ მიიღება!
პირველი ეტაპის შედეგები და მეორე ეტაპზე დაშვებულ სტუდენტთა სია გამოქვეყნდება თსუ ვებ–გვერდზე!