7-11 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი გამართავს საჯარო ლექციათა ციკლს, რომელსაც გაუძღვება ჰუმბოლტ-ვიადრინას მმართველი პლატფორმის, ადამიანის უფლებათა მართვის ცენტრის პროგრამის დირექტორი დოქტ. ანია მირი.
საჯარო ლექციის თემა: რეჟიმის ცვლილება ტრანზიტულ სამართალში.
შეხვედრის დრო და საათი: 7-11 მაისი, 18:00 საათი.
შეხვედრის ადგილი: თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი (თსუ-ის II კორპ., IV სართული, აუდიტორია 406)
სამუშაო ენა: ინგლისური
საჯარო ლექციათა ციკლი ეძღვნება თსუ-ის 100 წლის იუბილეს.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, თქვენი სახელი და გვარი გაგზავოთ ელექტრონულ მისამართზე:
info.ies@tsu.ge.