2014-02-06
კონფერენცია: „ბაირონი დედანსა და თარგმანში“
23-28 ივნისს ბაირონის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს ბაირონის საზოგადოების ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.კონფერენციის თემაა:
„ბაირონი დედანსა და თარგმანში“.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს დიდი პოეტის შემოქმედების საერთაშორისო კვლევას და საქართველოს სამეცნიერო და კულტურული პოტენციალის წარმოჩენას მსოფლიო ასპარეზზე. მომხსენებელი აუცილებლად უნდა იყოს ბაირონის საზოგადოების წევრი საქართველოში ან საზღვარგარეთ. კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური. მიღებულია წამყვანი ბაირონოლოგების მოხსენებები მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, აღმოსავლეთი, აშშ, ევროპა და ა. შ.
"უნდა ვეწვიო სილამაზის მშობლიურ მხარეს,
სად კავკასიონს, კლდით შემოსილს, პირქუშს, მრისხანეს,
გვირგვინად ადგას დიდებული თეთრი მყინვარე."
ეს გახლავთ ლორდ ბაირონის სიტყვები მისი პოემიდან „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველები“ („English Bards and Scotch Reviewers“, 1809), სადაც „სილამაზის მშობლიურ მხარეში“ საქართველო იგულისხმება. ასეთ კომენტარს ნახავთ ბაირონის პოეტურ თხზულებათა სრულ კრებულებში XIX საუკუნიდან მოყოლებული დღემდე.
1809-1811 წლებში ლორდ ბაირონმა იმოგზაურა აღმოსავლეთში, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლა მას არ დასცალდა.
საერთაშორისო დელეგაციას მოუძღვებიან თავად დღევანდელი ლორდ ბაირონი და გრაფი ლიტონი – ბაირონის პირდაპირი შთამომავალი.
კონფერენციაზე დასწრებისა და მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საორგანიზაციო კომიტეტს ამა წლის 1 მარტამდე:
ელ–ფოსტა: byronsociety@hotmail.com
ტელ.: 298 34 78, 293 57 53.
ENG
« იხ. ყველა სიახლე