2015-10-23

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში, რუმინეთი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში, რუმინეთი. http://www.uaic.ro/en/

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან:

სტუდენტები: განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი
აკადემიური პერსონალი: განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი
ადმინისტრაციული პერსონალი: უნივერსიტეტის ადმინისტრაციული დეპარტამენტები, ფაკულტეტების ადმინისტრაცია

განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 20 ოქტომბრამდე  შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: https://erasmusplus.uaic.ro/

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

სტუდენტები:

პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ იაშის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით; სააპლიკაციო ეტაპზე ივსება დოკუმენტის მხოლოდ პირველი გვერდი) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომის დანართი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL, IELTS) ან თსუ-ს ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგად გაცემული ცნობა: ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა არაუგვიანეს ა/წ 13 ოქტომბრის 18 საათისა უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, უნივერსიტეტი (იაში) და უცხო ენა: ინგლისური): examcenter@tsu.ge; ტესტირება გაიმართება 2015 წლის 15 ოქტომბერს 14:30-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11). აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!)

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი/მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: 750 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად; საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
აკადემიური პერსონალი: 140 ევრო დღიურად;  საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი: 2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი; 5 დღე

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!




Print

« იხ. ყველა სიახლე