ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-05-08

საქართველოს ბანკმა თსუ სტუდენტებისთვის Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, საქართველოს ბანკმა Zoom Education- ის ლიცენზია შეიძინა. რაც უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას, ყველა ლექცია თუ სემინარი ზუმში შეუფერხებლად ჩაატაროს.  სტუდენტები კი განათლების ონლაინ რეჟიმში მიღებას შეძლებენ.


საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას , რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ - ერთი მთავარი პრიორიტეტია . ახალი რეალობის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი განათლებას და მის ციფრულ   ტრანსფორმაციას. ამ მიზნით, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ თსუ-ში ჩვეული აქტიური სასწავლო პროცესი არ  გაჩერდეს. გვინდა სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ლექციებს დისტანციურად დაესწრონ. ასევე, მიიღონ ისეთივე მაღალი ხარისხის განათლება, როგორც მათ ამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე საუკუნეზე მეტია სთავაზობს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Print

« იხ. ყველა სიახლე