2011-10-30

კონკურსი ტრენერების შესარჩევად ქალაქ ქუთაისში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი აცხადებს მასწავლებლების (ტრენერების) შესარჩევ კონკურსს ქალაქ ქუთაისში სასერტიფიკატო კურსების ჩასატარებლად შემდეგ სპეციალობებში:

•    ფინანსური აღრიცხვა;
•    კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა „ორისი“;
•    აუდიტი;
•    ფინანსური მენეჯმენტი;
•    კომპიუტერული საოფისე პროგრამები;
•    უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული).

კადიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სააპლიკაციო პაკეტი:


1.    CV ქართულ ენაზე;

2.    შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის (დიპლომების) ასლი, სერტიფიკატების/მოწმობების ასლები ასეთების არსებობის შემთხვევაში;
3.    სამოტივაციო წერილი;
4.    შესაბამისი კურსის მოკლე ანოტაცია (ანოტაციის წარმოდგენის სარეკომენდაციო ფორმა იხილეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება;
•    შესაბამისი კურსის სწავლების სულ მცირე ერთწლიანი დოკუმენტურად დადასტურებული გამოცდილება;
•    სასურველია ტრენერად მუშაობის გამოცდილება.

შრომის ანაზღაურება, დატვირთვა და სხვა პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით კურსის ხანგრძლივობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე.


კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:


პირველი ეტაპი:
2011 წლის 11–15 ნოემბერი. მოხდება კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა.
მეორე ეტაპი: 2011 წლის 16–25 ნოემბერი. განხორციელდება კანდიდატებთან გასაუბრება დამათ მიერ შესაბამისი კურსის ერთ–ერთი თემის პრეზენტაცია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სრულყოფილი სააპლიკაციო პაკეტი (დასკანერებული ვერსია)  ა/წ 10 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tsuLLL@tsu.ge.

ტელ.: 222 36 52, საკონტაქტო პირი თამარ ფარჯანაძე


Print

« იხ. ყველა სიახლე