2011-10-30
კონკურსი ტრენერების შესარჩევად ქალაქ ქუთაისში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების
ცენტრი აცხადებს მასწავლებლების (ტრენერების) შესარჩევ კონკურსს ქალაქ
ქუთაისში სასერტიფიკატო კურსების ჩასატარებლად შემდეგ სპეციალობებში:
• ფინანსური აღრიცხვა;• კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა „ორისი“;
• აუდიტი;
• ფინანსური მენეჯმენტი;
• კომპიუტერული საოფისე პროგრამები;
• უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული).
კადიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სააპლიკაციო პაკეტი:
1. CV ქართულ ენაზე;
2. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის (დიპლომების) ასლი, სერტიფიკატების/მოწმობების ასლები ასეთების არსებობის შემთხვევაში;
3. სამოტივაციო წერილი;
4. შესაბამისი კურსის მოკლე ანოტაცია (ანოტაციის წარმოდგენის სარეკომენდაციო ფორმა იხილეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• შესაბამისი კურსის სწავლების სულ მცირე ერთწლიანი დოკუმენტურად დადასტურებული გამოცდილება;
• სასურველია ტრენერად მუშაობის გამოცდილება.
შრომის ანაზღაურება, დატვირთვა და სხვა პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით კურსის ხანგრძლივობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი: 2011 წლის 11–15 ნოემბერი. მოხდება კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა.
მეორე ეტაპი: 2011 წლის 16–25 ნოემბერი. განხორციელდება კანდიდატებთან გასაუბრება დამათ მიერ შესაბამისი კურსის ერთ–ერთი თემის პრეზენტაცია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სრულყოფილი სააპლიკაციო პაკეტი (დასკანერებული ვერსია) ა/წ 10 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tsuLLL@tsu.ge.
ტელ.: 222 36 52, საკონტაქტო პირი თამარ ფარჯანაძე
« იხ. ყველა სიახლე