2019-12-05
სემინარი პლატფორმა Web of Science-ის ახალი შესაძლებლობების შესახებ
კომპანია "Clarivate Analytics", თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტთან თანამშრომლობით
6 დეკემბერს თსუ I კორპუსის 115 ოთახში 13:00 სთ-ზე ჩაატარებს მორიგ სემინარს
პლატფორმა Web of Science-ის ახალი შესაძლებლობების შესახებ. სამუშაო ენა - ინგლისური.
სემინარზე ასევე განიხილება კომპანია "Clarivate Analytics"-ის მიერ შემოთავაზებული სხვა პროდუქტები: Publon-ი (შესაძლებლობები და პროფილის შექმნა) და EndNote-ი (ბიბლიოგრაფიის შესაქმნელი და სამართავი რესურსი).
« იხ. ყველა სიახლე