2017 წლის 8 დეკემბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩაერთო წვდომა Clarivate Analytics პროდუქტზე - “Web of Science (WoS)”.
WoS არის ინტელექტუალური ინფორმაციის ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერი, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევების საინფორმაციო მხარდაჭერას.
WoS წარმოადგენს მაღალრეიტინგული რეფერირებადი სამეცნიერო ლიტერატურის აბსტრაქტებისა და ციტირებების უმსხვილეს მონაცემთა ბაზას, რომელიც პოლითემატურია და მოიცავს ინფორმაციას 18,000-ზე მეტი გავლენიანი ჟურნალიდან, 180,000-ზე მეტ საკონფერენციო მასალასა და 80,000-ზე მეტ წიგნიდან მსოფლიო მასშტაბით.
“Web of Science” პლატფორმაზე წვდომა შესაძლებელია თსუ-ს ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან. ამისათვის ინტერნეტის ნებისმიერი ბრაუზერიდან გადადით მისამართზე: www.webofscience.com
აღსანიშნავია, რომ პლატფორმის ინტერფეისს ინგლისურის გარდა აქვს კიდევ ექვსი ენის მხარდაჭერა.
“Web of Science” პლატფორმის გარდა წვდომა ჩართულია Journal Citation Report-ზე, საიდანაც შესაძლებელია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალების ჩამონათვალის ნახვა.
პლატფორმის გამოყენების წესები დეტალურად აღწერილია დახმარების (Help) განყოფილებაში. 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება ტრენინგების ჩატარება ბაზის მოხმარებასთან დაკავშირებით. ტრენინგების თარიღები თსუ-ს პერსონალს ეცნობება დამატებით.
წვდომასთან დაკავშირებული პრობლემების ან სხვა შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსუ ბიბლიოთეკის მთავარ სპეციალისტს, ბატონ თეიმურაზ ყანჩელს, ან თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, ქალბატონ თამარ გოგუას.