2019 წლის 14 და 26 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის - ცერნის (CERN, ქ. ჟენევა, შვეიცარია) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკთა ფიზიკაში. ღონისძიების ადგილობრივი ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი.
საერთაშორისო მასტერკლასები (
https://www.physicsmasterclasses.org/) საშუალო სკოლის მე-10-12 კლასების მოსწავლეებს და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების 1-2 კურისის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ერთი დღის განმავლობაში თავი შეიგრძნონ ნაწილაკთა ფიზიკის მიმართულებით მომუშავე ფიზიკოსებად, ცერნის დიდი ადრონული ამაჩქარებლის (LHC) (
https://home.cern/topics/large-hadron-collider/) მეშვეობით მიღებული რეალური ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზის საშუალებით. ყოველწლიური პროგრამის მიზანია მოსწავლეებმა და სტუდენტებმა იმუშაონ როგორც რეალურმა მეცნიერებმა რამდენადაც ეს არის შესაძლებელი.
მასტერკლასების პროგრამაში ჩართულია 52 ქვეყანა და 200-ზე მეტი უნივერსიტეტი და სამეცნიერ ცენტრი. პროგრამა 15-19 წლის ასაკის ახალგაზრდებს ნაწილაკების ფიზიკის საიდუმლოების ამოხსნის შესაძლებლობას აძლევს.
აქტიური მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს მატერიის და ძალების ფუნდამენტური გამოკვლევების მეთოდების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს და სტუდენტებს თვითონ განახორციელონ გაზომვები ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტების რეალურ მონაცემებზე. დიდი ადრონული ამაჩქარებლისის ერთ-ერთმა ექსპერიმენტმა - ATLAS - მა (
https://home.cern/about/experiments/atlas/), ხელმისაწვდომი გახადა თავისი მონაცემები საერთაშორისო მასტერკლასებისთვის საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით. მოსწავლეები იმუშავებენ ATLAS ექსპერიმენტის რეალურ მონაცემებთან. მოსწავლეებს და სტუდენტებს შეუძლიათ თავიდან აღმოაჩინონ W და Z ბოზონები, ან პროტონის შინაგანი სტრუქტურა. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ჰიგსის ბოზონების ძიება - მათზე ნადირობა. ATLAS ექსპერიმენტის ფიზიკოსებმა რეალური ჰიგსის კანდიდატების შემთხვევები გახადეს ხელმისაწვდომი სტუდენტებისათვის და მოსწავლეებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა თვალი ადევნონ ამ იშვიათ და ძალიან მცირე სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე ნაწილაკს.
მასტერკლასების ყოველი დღის დასასრულს, ისევე როგორც საერთაშორისო სამეცნიერო თანამშროლობაში (კოლაბირაციაში), მონაწილეები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან შეუერთდებიან ერთმანეთს ვიდეო კონფერენციის საშუალებით, დისკუსიისა და თავიანთი შედეგების გაერთიანებისათვის (კომბინაციისათვის). 2019 წლის 14 და 26 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარალელურად მასტეკლასები გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. მასტერკლასების დასრულების შემდეგ მონაწილეები დაუსვამენ შეკითხვებს ცერნის მოდერატორებს, ჩაატარებენ ვიქტორინას და ყოველვე ამის შემდეგ მასტერკლასის მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს თამარ ზაქარეიშვილს დეტალური ინფორმაციის მისაღებად:
მობილური ტელეფონები: 593 53-82-61, 574 83-78-79
მასტერკლასების ჩატარების ადგილმდებარეობა:
ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ბიბლიოთეკა – შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზი (შესასვლელი ნულოვანი სართულიდან)
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი № 1
ღონისძიების განრიგი:
11:30-11:45 - რეგისტრაცია
11:45-12:00 - ღონისძიების გახსნის ცერემონია
12:00-12:30 - ვირტუალური ტური ცერნიდან, მომხსენებელი: ირაკლი მინაშვილი (CERN, შვეიცარია)
12:30-13:20 - I ლექცია - “ნაწილაკების ფიზიკის ფუნდამენტური საკითხები”, მომხსენებელი: გელა დევიძე (თსუ მეფი)
13:20-13:30 - შესვენება
13:30-14:20 - II ლექცია - “ATLAS ექსპერიმენტი”, მომხსენებელი: არჩილ დურგლიშვილი (თსუ მეფი)
14:20-14:40 -“ფიზიკოსთა ქართული ჯგუფი (თსუ მეფი) ATLAS ექსპერიმენტში”, მომხსენებელი: თამარ ჯობავა (თსუ მეფი)
14:40-15:30 - ლანჩი და ჯგუფური ფოტოს გადაღება
15:30-16:20 - III ლექცია - “მომზადება სავარჯიშოებისათვის: Z – კვალი (14 მარტი) / W - კვალი (26 მარტი)”,
მომხსენებელი: ბაქარ ჩარგეიშვილი (თსუ მეფი) (14 მარტი)
მომხსენებელი: თამარ ზაქარეიშვილი (თსუ მეფი) (26 მარტი)
16:30-18:00 - სავარჯიშოების შესრულება
18:00-18:40 - შედეგების განხილვა
18:40 – 19:00 - შესვენება
19:00-20:00 - პირდაპირი ვიდეო კონფერენცია იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩატარებული მასტერკლასების მონაწილეებთან და ცერნის მოდერატორებთან, მიღებული შედეგების განხილვის და გაერთიანების მიზნით.
14 მარტი
ვიდეო კონფერენციის მონაწილეები:
ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაცია (ცერნი), შვეიცარია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წმინდა რადბოდ უტრეხტელის სახელობის ნეიმეგენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
გენუის უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი და ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის გენუის განყოფილება (იტალია)
ბრაგანცის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია)
ოსლოს უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი (ნორვეგია)
26 მარტი
ვიდეო კონფერენციის მონაწილეები:
ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაცია (ცერნი), შვეიცარია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წრფივი ამაჩქარებლის ლაბორატორია, ორსე (საფრანგეთი)
ვალენსიის უნივერსიტეტი, კორპუსკულარული ფიზიკის ინსტიტუტი (ესპანეთი)
ბერნის უნივერსიტეტი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორია (შვეიცარია)
რომის უნივერსიტეტი „ტორ ვერგატა“ - ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის რომის განყოფილება (იტალია)
20:00-20:30 სერთიფიკატების გადაცემა