ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-09-08

2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით (www.eqe.ge) მიიღეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში

პროცედურული ვადები:
 დოკუმენტაციის მიღება - 2 - 9 სექტემბერი;
 უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების    აღიარება -  12 - 13 სექტემბერი;
 სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 14 სექტემბერი;
 ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 16 სექტემბერი.

საგამოცდო ვადები (მხოლოდ დოქტორანტებისათვის):
უცხო ენის გამოცდა - 12 სექტემბერი;
 აპელაციაზე განცხადების მიღება - 13 სექტემბერი;
 აპელაციის განცხადებების განხილვა და შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
 გასაუბრება სპეციალობაში  - 15 სექტემბერი;

სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველი დოქტორანტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდა უცხო ენაში და გაიაროს გასაუბრება სპეციალობაში. ის დოქტორანტები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ გამოცდას და გაივლიან გასაუბრებას ჩაირიცხებიან თსუ-ში.

მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის” დამტკიცების შესახებ №57/2010 დადგენილების შესაბამისად.

სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია)
წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:

ა) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი.


სტუდენტი ვალდებულია სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ  წარმოადგინოს პირადი საქმე.

Print

« იხ. ყველა სიახლე