ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 2019 წლის 21-22 ნოემბერს (თსუ I კორპუსი, 107 აუდიტორია 10:00 სთ.) ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას და 25-26 ნოემბერს (თსუ I კორპუსი, 212 აუდიტორია 10:00 სთ.) სტუდენტთა სააერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.
საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება ქართველი ფილოსოფოსის, კონსტანტინე კაპანელის დაბადებიდან 130 წლისთავს.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მაია კიულე -ლატვიის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. დანიელა ვერდუჩი - პროფესორი, მაჩერატას უნივერსიტეტი, იტალია, მსოფლიო ფენომენოლოგიის ინსტიტუტის თანათავმჯდომარე. ანტონიო დომინგეს რეი - ფილოსოფიისა და ლინგვისტიკის დოქტორი, მადრიდის ნაციონალური უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, ესპანეთი. ლატვიის უნივერსიტეტადან კონფერენციაში მონაწილეობას ღებულებს სამი პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის შვიდი დოქტორანტი. საქართველოს უნივერსიტეტებიდან მონაწილეობენ: ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პროგრამებში
1,
2.