ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-02-26

სტაჟირება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას


სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას. სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.
 
სტაჟირების კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:


•    პირადი  განცხადება ცენტრის  დირექტორის სახელზე ( ჩამოსატვირთი ფორმა).;
•    ავტობიოგრაფია, CV;
•    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•    კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
•    ორი ფოტოსურათი (3x4).


საბუთები მიიღება 2013  წლის 11 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტში.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტში

Print

« იხ. ყველა სიახლე