2019-01-22

უფასო ფსიქოლოგიური დახმარება დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პროფესორ თამარ გაგოშიძის ინიციატივით, ასევე ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორების დახმარებით, ფაკულტეტზე არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გთავაზობთ უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას, თუკი ამჩნევთ, რომ გიჭირთ გაუმკლავდეთ არსებული რეალობით გამოწვეულ სირთულეებს.

ჩვენი მხარდაჭერა დაგეხმარებათ, თუკი:

•       გაქვთ უმწეობის, უიმედობის განცდა;
•       გიჭირთ ყურადღების კონცენტრაცია ყოველდღიურ ამოცანებზე;
•       ადვილად ღიზიანდებით და ბრაზდებით;
•       თქვენი ქცევა და ემოციები არაადეკვატურად გეჩვენებათ;
•       გაქვთ ძილის სირთულეები და ა. შ.
 
ბავშვების შემთხვევაში ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროება აქტუალურია,  თუკი:

•       მისი ქცევა უცნაურად გეჩვენებათ;
•       თამაშობს  უჩვეულოდ ან აღარ თამაშობს;
•       ზედმეტად აქტიური და მოუსვენარი გახდა;
•       ადვილად ღიზიანდება და ავლენს აგრესიას;
•       გაუჩნდა სპეციფიკური შიშები;
•       ეშინია ახლობელ ადამიანებთან განშორების.

ხუთშაბათიდან, 24 იანვრიდან დარეკეთ ნომერზე: 2 25 04 84  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 14:00-დან - 17:00 საათამდე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.11. თსუ მესამე კორპუსი. აუდიტორია N214.




Print

« იხ. ყველა სიახლე