ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „ღვინის ლაბორატორია“
„EU ChemLab პროექტის იმპლემენტირება საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სასერტიფიკატო კურსის
"ქიმიური ლაბორატორიის ტექნიკოსი"-ს ფარგლებში მორიგ ტრენინგებს ჩაატარებენ. პროექტი სექტემბერში ევროპული ტრენინგ ფონდის (ETF) საერთაშორისო ექსპერტთა შეხვედრაზე (ტურინი, იტალია) იქნა წარმოდგენილი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WBL) ერთ-ერთი განხორციელებადი მოდელის მაგალითად.
30 სექტემბრიდან 22 ნოემბრამდე განსაზღვრულია შემდეგი ტრენინგები: ევროპული ECVET* მოდული "გენმოდიფიცირებული პროდუქტების ანალიზი" და კომპანიის მოდული "ხარისხის უზრუნველყოფა ტესტირების ლაბორატორიებში".
პროექტი „EU ChemLab პროექტის იმპლემენტირება საქართველოში“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ არის დაფინანსებული.
ინფორმაცია ტრენინგების შესახებ
საკონტაქტო პირი: ხათუნა კახიანი