ხელნაწერთა ეროვნულმა ცემტრმა კონკურსი სახელწოდებით: „ქართული კალიგრაფია“ გამოაცხადა. შესარჩევი ტური
28 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.
პროექტის მიზანია საქართველოში ხელნაწერი წიგნის შექმნის კულტურის აღორძინება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კონკურსი ტარდება შემდეგ საკონკურსო ჯგუფებში:
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII-IX კლასის მოსწავლეები;
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეები;
- უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
- სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები;
- საზღვარგარეთ მცხოვრები დაინტერესებული პირები.
დაწვრილებითი ინფორმაცია