2016-12-12
თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისათვის!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ტარდება ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში. გამარჯვებულებს ელით SDSU - საქართველოს და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები. ელექტრონული ოლიმპიადის მხარდამჭერია ტემპუსის პროექტი ARMAZEG. მონაწილეობის მსურველმა გუნდმა
1 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია.
20 იანვარი, 2017 - მეოთხედფინალური ტური
27 იანვარი, 2017 - ნახევარფინალური ტური
4 თებერვალი, 2017 - ფინალური ტური (ჩატარდება თსუ-ში)
მონაწილეობა შესაძლებელია დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან. ოლიმპიადში მონაწილეობის დეტალური ინფორმაცია: /ge/faculties/science/news/.
ინფორმაცია ასევე მოგეწოდებათ რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ საკონტაქტო მეილზე. შემოგვიერთდით Facebook გვერდზე TSU E-Olympics.
- ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა;
- ოლიპიადაში მონაწილეობა შეუძლია 1–3 მოსწავლისგან შემდგარ გუნდს;
- სკოლიდან გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
- ერთი მოსწავლე მონაწილეობს მხოლოდ ერთ გუნდში;
- ფინალი ტარდება როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური პრინციპით.
20 იანვარი, 2017 - მეოთხედფინალური ტური
27 იანვარი, 2017 - ნახევარფინალური ტური
4 თებერვალი, 2017 - ფინალური ტური (ჩატარდება თსუ-ში)
მონაწილეობა შესაძლებელია დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან. ოლიმპიადში მონაწილეობის დეტალური ინფორმაცია: /ge/faculties/science/news/.
ინფორმაცია ასევე მოგეწოდებათ რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ საკონტაქტო მეილზე. შემოგვიერთდით Facebook გვერდზე TSU E-Olympics.
« იხ. ყველა სიახლე