2014-06-27

ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 2014–2015 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში

ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის კვალდაკვალ საქართველო კიდევ უფრო მეტად დგება ევროპისმცოდნეობის მიმართულებით  მაღალკვალიფიციური კადრების საჭიროების წინაშე და ამ პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამას გადამწყვეტი როლი ენიჭება.

ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 2014–2015 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 2007 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ეფუძნება თსუ–ს ოთხ ფაკულტეტს:
 
•    იურიდიული ფაკულტეტი;
•    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
•    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
•    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;    

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით.

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ოთხ ძირითად საგანს დამფუძნებელი ფაკულტეტებიდან:
•    ევროკავშირის სამართალი
•    ევროკავშირის ეკონომიკა    
•    ევროპის ისტორია
•    ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ევროკავშირში

ჩამოთვლილი საგნების გარდა კურიკულუმში შესულია შემდეგი სავალდებულო და არჩევითი კურსები:

•    ევროპული ინტეგრაციის თეორიები
•    თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის
•    აღმოსავლეთ ევროპის ევროპეიზაცია
•    ევროკავშირის განვითარება და მოსახლეობა
•    ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი
•    ევროპის კულტურული მოზაიკა
•    ევროპული პოლიტიკა
•    საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი
•    საერთაშორისო საჯარო სამართალი
•    საჯარო პოლიტიკის ანალიზი
•    სტატისტიკა
•    სამართლის თეორია
•    კვლევის დიზაინი

ევროპული კვლევების ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი შედგება წამყვანი ქართველი პროფესორებისაგან თსუ–ს სხვადასხვა ფაკულტეტიდან, მათ შორის:

•     დოქტორი ქეთევან ხუციშვილი – იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი; სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; გაეროს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა მიზნობრივი საბჭოს წევრი;
•     დოქტორი სერგი კაპანაძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
•  დოქტორი კონსტანტინე კორკელია – იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი; საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში;
•  დოქტორი ნათია ლაპიაშვილი – იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი, ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი;
•     დოქტორი მერაბ აბდალაძე – ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი;
•     დოქტორი ვასილ კაჭარავა – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი; ამერიკანისტიკის ცენტრის ხელმძღვანელი;
•  დოქტორი თამაზ ზუბიაშვილი – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ევროპული კვლევების ინსტიტუტის ზოგიერთი პარტნიორი უნივერსიტეტი ევროკავშირში საიდანაც ხდება უცხოელი პროფესორების მოწვევა და წარმატებული სტუდენტების მივლინება:
•    თრინითის კოლეჯი დუბლინი;
•    ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;
•    გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია;
•    ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი;
•    სლოვენიის ლუბლიანას უნივერსიტეტი;
•    გრენობლის პიერ მენდესის საფრანგეთის უნივერსიტეტი;
•    ათენის პანთეონის ბერძნული უნივერსიტეტი;
•     ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი;

სწავლის ღირებულება - სემესტრულად შეადგენს 1500 ლარს.

ჩაბარების მსურველებს უნდა ქონდეთ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდები, რის საფუძველზეც მოპოვებული გრანტი საფასურის დაფარვის ნაწილში მოქმედებს.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლება სრულიად ინგლისურენოვანია.

ჩაბარების მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ჭავჭავაძის გამზ. # 3, თსუ მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406.  

ტელ: (+995 32) 2 22 78 99
ელ–ფოსტა: info.ies@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე