2020-09-30
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის „ვახუშტი კოტეტიშვილი 85“
ფონდი "დიოგენე" და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ვახუშტი კოტეტიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აცხადებს „ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსს ახალგაზრდა მთარგმნელთათვის“.
კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდება: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. თითოეულ მონაწილეს საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ ნომინაციაში. საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით.
საკონკურსო განაცხადის მიღება მოხდება ელექტრონულად, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 10 დეკემბერს გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს ფულადი პრემია გადაეცემათ. კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და ვადების შესახებ იხილეთ
ბმულზე.
« იხ. ყველა სიახლე