2017-01-26
მეხუთე ყოველწლიური საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
7-10 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიევრსიტეტში გაიმართება მეხუთე ყოველწლიური საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
კონფერენციაზე იმუშავებს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, ფიზიკის, ელექტრონიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის და გეოლოგიის სექციები. კონფერენცია დასრულდება პლენარული სესიით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ფაკულტეტის თანამშრომლების მიერ 2016 წელს შესრულებული სამეცნიერო შრომები. კონფერენციაში მონაწილეობისთვის მოწვეულნი არიან სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები.
კონფერენციაში მონაწილეობენ ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები. სტუდენტური მოხსენებები წარმოდგენილი იქნება პერსონალის მოხსენებებთან ერთად შესაბამის თემატურ სესიებზე.
ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისთვის დაწესებულია „დეკანის პრიზი საუკეთესო მოხსენებისთვის“ 600 ლარის ოდენობით. თითოეული დეპარტამენტიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

« იხ. ყველა სიახლე