ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-01-31

წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 8 ვაკანტურ ადგილზე არჩევნები ჩატარდება 14 თებერვალს შემდეგ ფაკულტეტებზე: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (1 პროფესორი და 1 სტუდენტი), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (2 სტუდენტი), მედიცინის ფაკულტეტი (2 პროფესორი, 1 სტუდენტი), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (1 სტუდენტი).

სტუდენტური ქვოტით არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია შესაბამისი ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს. პროფესორი აირჩევა შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალიდან.

კანდიდატთა რეგისტრაცია შესაძლებელია 3-9 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღე, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე თსუ-ს კანცელარიაში. არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. სარეგისტრაციო განცხადება (იხ. მიმაგრებული დანართები);
  2. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  3. CV;
  4. აკადემიური თანამდებობის/სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა;
  5. 2 ფოტოსურათი (3X4).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საარჩევნო კომისიას: თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 237.
ტელ.:577 54 52 58

დანართი № 1
დანართი № 2



Print

« იხ. ყველა სიახლე