2017-07-26
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“
2017 წლის 13-15 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსური ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“, რომელიც ეძღვნება აკადემიკოს გიორგი ახვლედიანსა და აკადემიკოს ვასილ აბაევს.
მოხსენებების თემატიკა:
პლენარული სხდომა: გიორგი ახვლედიანისა და ვასილ აბაევის წვლილი ქართულ-ოსურ სამეცნიერო ურთიერთობებში
კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის:
1.ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია;
2.ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ისტორია, არქეოლოგია;
3.ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია;
4.კულტურა და ხელოვნება;
5.ინტერდისციპლინური კვლევები;
6.მედია და მასობრივი კომუნიკაცია.
კონფერენციის მიზანი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.
კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.
მიმართულებები:
ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, მიგრაცია.
სამუშაო ენები:
ქართული, ოსური, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება;
დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა.
გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები გამოგზავნოთ 2017 წლის 25 აგვისტომდე. შემდეგ მისამართზე: gorc.conference2017@tsu.ge
კონფერენციის წინასწარი პროგრამა:
13 ოქტომბერი - კონფერენციის გახსნა, მისალმებები, გამოფენის გახსნა „აკად. გიორგი ახვლედიანი და აკად. ვასილ აბაევი“, პლენარული სხდომა, სექციური მუშაობა;
14 ოქტომბერი - სექციური მუშაობა, ეთნოგრაფიული მუზეუმის ოსური სახლის პრეზენტაცია;
15 ოქტომბერი - კულტურული პროგრამა: ექსკურსია კახეთში, სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“ (ლაგოდეხის რაიონი, სოფ. არეშფერანი)
სააპლიკაციო ფორმა
სახელი
გვარი
სამუშაო ადგილი
თანამდებობა
მოხსენების სათაური
მობილური
მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომრები
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა:12
ინტერვალი:1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2017 წლის 31 აგვისტოს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები. კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის არ არის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი. კონფერენციის თეზისები და წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.
საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.
საკონტაქტო პირი: ნაირა ბეპიევი ტელ.: +995599101164;
ელ.ფოსტა: gorc.conference2017@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე