2018-05-03
მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი - "უკან მომავალში: 1918"
9-10 ივნისს ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი - "უკან მომავალში: 1918 გაიმართება". ჰაკათონში მონაწილეობა მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, ისტორიის მკვლევარებს და ჟურნალისტებს შეეძლებათ.
ორდღიანი ჰაკათონის თემა დამოუკიდებლობის 100 წელი იქნება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გასული 100 წლის სხვადასხვა მონაცემზე იმუშაონ, შექმნან თანამედროვე და გამოყენებადი ციფრული ხელსაწყოები, ვიზუალიზაციები და სხვა.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა 10 მაისამდე შეეძლებათ. შესაძლებელია ცალკეული მონაწილეების და ასევე გუნდების დარეგისტრირება. სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/VizHack2018
მონაცემების პრეზენტაცია, რომელზეც ჰაკათონის მონაწილეებს მუშაობა მოუწევთ, 22 მაისს გაიმართება. შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პრეზენტაციაზე შეხვდნენ პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროდან, მათთან ერთად ადგილზევე შექმნან და დაარეგისტრირონ გუნდები. გუნდის შემადგენლობაში უნდა იყოს სხვადასხვა სპეციალობის 3-6 ადამიანი: დიზაინერი, დეველოპერი, მონაცემების ანალიზისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, ისტორიკოსი და ა.შ.
მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი ერთადერთი ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა მონაცემების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, შეხვდნენ ამ თემებით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს და გამოცდილი მენტორების დახმარებით, თავად შექმნან სხვადასხვა სახის ციფრული ხელსაწყოები.
ღონისძიება ForSet - ის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
ჰაკათონის ვებგვერდი
ღონისძიება ფეისბუქზე
საკონტაქტო პირი: მარიამ გამხარაშვილი-mariam@forset.ge

« იხ. ყველა სიახლე