2010-10-13

"საქართველოს საკარიერო სერვისის" კურსები

“საქართველოს საკარიერო სერვისი”  თავის აპლიკანტებს  და თსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს სამთვიან კურსებს ენობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად შემდეგი მიმართულებით „Deutsch in der internationalen Wirtschaftskommunikation“.

ჯგუფის მუშაობა დაიწყება 26 ოქტომბრიდან  და ჩატარდება სამშაბათს და პარასკევს საქართველოს საკარიერო ცენტრის ოფისში 17.00 საათიდან 18.30 საათამდე (თსუ, II კორპუსი, ი. ჭავჭავაძის პრ. 3, ოთახი 246).

კურსს გაუძღვება ბონის უნივერსიტეტის მაგისტრი ქალბატონი ნანა ედიშერაშვილი. კურსის პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ საკარიერო ცენტრის ოფისში.

კურსი მთლიანად ფინანსდება საქართველოს საკარიერო სერვისის მიერ “სამშობლოში დაბრუნებული პროფესიული კადრების პროგრამის” (PRF) ფარგლებში.

დარეგისტრირების ბოლო ვადაა 21 ოქტომბერი. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10 ადამიანი. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს (გერმანიაში დასრულებული უმაღლესი განათლება ან სულ მცირე ორწლიანი პროფესიული გამოცდილება) და ჯერ კიდევ არ არიან დასაქმებული.

კურსის დასრულების შემდგომ სრული დასწრების და წარმატებული ტესტირების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.  

რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ელ-ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით:
advisor-ge@cimonline.net      ტელ. 294565

გასაუბრება ჩატარდება 22 ოქტომბერს 17.00 საათზე საქართველოს საკარიერო ცენტრის ოფისში.

Print

« იხ. ყველა სიახლე