ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-06

ლაიდენის უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურს, თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის, 2014/2015 აკადემიური წლისთვის  ლაიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
კონკურსში სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:
– GPA  3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი)
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერთიფიკატი – IELTS 6,5.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204) უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
–ბაკალავრიატის დიპლომის ასლი
–CV (ინგლისურ ენაზე)
–მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
–ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერთიფიკატი

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა: 2013 წლის 10 დეკემბერი
ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული  სამაგისტრო პროგრამების გასაცნობად ეწვიეთ ვებ–გვერდს:
http://hum.leiden.edu/prospective-students/master/masterlist.html

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს.  ტელ:  2 25 12 02 (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).

Print

« იხ. ყველა სიახლე