2012-06-28
„თავისუფალი წვდომა და სამეცნიერო კომუნიკაცია. პროგრამული საშუალებები და პრაქტიკული მაგალითები“
28-29 ივნისს, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით ჩამოდის ირინა კუჩმა (უკრაინა), საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL - ის თავისუფალი წვდომის (Open Access) პროგრამის მენეჯერი რომელიც ჩაატარებს პრეზენტაციებს ორი დღის განმავლობაში და შეხვდება სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს. პრეზენტაციები ჩატარდება ორი დღის განმავლობაში:
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად წარადგენს საქართველოში თავისუფალი წვდომის პროგრამის განვითარების გეგმას.
- 28 ივნისს, ხუთშაბათს 11 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (საკონფერენციო დარბაზი).თემა: თავისუფალი წვდომა. ეროვნული სტრატეგია. პროგრამული პაკეტები Dspace და OJS.
- 29 ივნისს, პარასკევს 11 საათზე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში (1 კორპუსის 214 აუდიტორია)
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად წარადგენს საქართველოში თავისუფალი წვდომის პროგრამის განვითარების გეგმას.
« იხ. ყველა სიახლე