ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
გერმანული მხარისთვის შეთავაზებული 2 სალექციო კურსის სათაური და დეტალური აღწერა (ინგლისურ ენაზე)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
2018 წლის 14 მაისის 24:00 საათამდე უნდა გააგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
rajah@hs-koblenz.de
მობილობის პერიოდი:
2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი (სექტემბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის შუა რიცხვემბამდე ან ნოემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის შუა რიცხვებამდე)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
8 კვირა (8 სალექციო საათი კვირაში)
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია 120 ევროს ოდენობით მობილობის 14 დღის ჩათვლით, 84 ევრო მობილობის მე-15 დღიდან მე-8 კვირის ჩათვლით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge