ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-28

საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,არაცნობიერი ფილოსოფიასა და კულტურაში-თანამედროვეობის გამოწვევები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი  2017 წლის 23-24 ივნისს ატარებს საერთაშორისო სიმპოზიუმს თემაზე:,,არაცნობიერი ფილოსოფიასა და კულტურაში-თანამედროვეობის გამოწვევები“.

სიმპოზიუმი  ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის  აპოლონ შეროზიას  90-ე წლისთავს.

სიმპოზიუმის მიზანია:წარმოაჩინოს და იმსჯელოს თანამედროვეობის იმ გამოწვევების თაობაზე, რომლის წინაშეც დგას ეს კომპლექსური ცნება. მისი მიზანია დაინტერესებული საზოგადოების წინაშე წარმოაჩინოს თანამედროვე პოსტმოდერნის ეპოქის ფილოსოფიასა და კულტურაში მისი გავლენის თავისებურებები. თუ რა გავლენას ახდენს კულტურა არაცნობიერის პროცესების ფორმირებაზე. არაცნობიერი სხვადასხვა დარგების ინტერესის საგანია-ფენომენოლოგიის, მორალის, ესთეტიკის, კოგნიტური ნეირომეცნიერების.

ადამიანი ძალზე რთული არსებაა. ადამიანის გონი არ არის მხოლოდ ჩვენი ცნობიერი ნაწილი. იგი სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულად მოქმედებს, მის ქცევებზე მხოლოდ სისტემური აზროვნება არ ახდენს გავლენას,  მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია  არაცნობიერს, ქვეცნობიერს და ცნობიერს, არ არსებობს ფიქსირებული საზღვარი მათ შორის. როგორ უნდა განვიხილოთ თუ რა კავშირი არსებობს კოლექტიურ არაცნობიერსა და ინდივიდუალურ არაცნობიერს შორის..

წარსადგენი მოხსენებების თემატიკა, პრობლემის მულტიდისციპლინურობისაგან გამომდინარე, მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს:

•    არაცნობიერისა და ცნობიერის ონტოლოგიურ რაობა.
•    ფროიდიზმი, როგორც ზოგად მეთოდოლოგიურ თეორია არაცნობიერის ფსიქიკურის შესახებ.
•    ადამიანი  იდეალური პიროვნება თუ ანტიპიროვნება.
•    განწყობის თეორია როგორც არაცნობიერის ფსიქიკურის თეორია.
•    ფსიქიკა, ცნობიერი, არაცნობიერი
•    ენა, კომუნიკაცია, ცნობიერი და არაცნობიერი

მიზანშეწონილია და განსაკუთრებით მივესალმებით ყველა სფეროში აპოლონ შეროზიას  ფილოსოფიური  და ფსიქოლოგიური მემკვიდრეობის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.

სიმპოზიუმის გახსნა: 2017 წლის 23 ივნისს, 10:00.

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
•    მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი,
აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
•    მოხსენების ტექსტი  ელექტრონული ვერსია, ( 10-12 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი აკანუსხური, ზომა 12,  ინტერვალი 1 )
•    გაფართოებული რეზიუმე ინგლისურად ( 3 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი აკანუსხური, ზომა 12, ინტერვალი 1 )

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

სამეცნიერო ფორუმზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: PhilosophySymposium@tsu.ge  არაუგვიანეს 2017 წლის  20 მაისი.

წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი:ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.
ტელ : 222-11-89

                                         




                                
          

Print

« იხ. ყველა სიახლე