2013-10-24

სამეცნიერო კონფერენცია ”გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი 7-8 ნოემბერს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ”გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია ეძღვნება გეოგრაფიის ინსტიტუტის  დაარსების 80 წლისთავს.

სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება 7 ნოემბერს,  დილის სხდომები 10.00 -13.00 საათი. საღამოს სხდომა - 14.00-18.00 საათი.
8 ნოემბერს, 12.00 საათზე გაიმართება საიუბილეო სხდომა.

სამეცნიერო კონფერენცია და საიუბილეო სხდომა ჩატარდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.
კონფერენციის სტუმართა შორის არიან:
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქ. ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი ვლადიმერ კოტლიაკოვი;
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორ. ოლგა სალომინა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლები;
პაულ შერერის ინსტიტუტი, შვეიცარია - დოქტორი მარგარიტ შვიკოვსკი;
სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი - მარია ვოდენსკა;
ერევნის უნივერსიტეტის პროფესორი - ვლადიმერ ბოინაგრიანი;
გისენის უნივერსიტეტის პროფესორი - ლორენც კინგი.

Print

« იხ. ყველა სიახლე