თსუ ეროვნული სამეცნიერო ბილიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით, გამართავს ტრენინგს სტუდენტებისათვის თემაზე - "სამსახურის ძიების პროცესი".
ტრენინგს წარუძღვება ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი რუსუდან ღუდუშაური.
ტრენინგზე განსახილველი თემებია:
- შიში, რომ შეიძლება სამსახურში არ ამიყვანონ.
- სტრესის დაძლევის სტრატეგიები.
- როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?
- კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარება წარმატებული გასაუბრებისათვის.
ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.
ტრენინგის ჩატარების დრო: 7 თებერვალი, 2019 წ. - 10:30-18:00 სთ.
მის: მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი #3. თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
ტრენინგზე დასწრებისათვის აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია! რეგისტრაციის ბოლო ვადაა
6 თებერვალი 18:00 სთ. დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ მისამართზე
cantt@sciencelib.ge შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 43 40 53