კონკურსი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სტიპენდიის მოსაპოვებლად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი,მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისათვის
უნივერსიტეტში დაწესდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია და რექტორის N130, ბრძანებით (06.08.2014) განისაზღვრა
სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესი.
N158 ბრძანების საფუძველზე გამოცხადა კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის.
ბრძანების თანახმად, სტიპენდია ენიჭება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის თითო სტუდენტს წინა სასწავლო წლის შედეგების გათვალისწინებით შერჩევის საფუძველზე. შერჩევას ახორციელებს თსუ რექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც შედგება შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების სპეციალისტებისაგან.
1. სტიპენდიის მოსაპოვების მსურველმა ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებმა კომისიის სახელზე წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• განცხადება
• CV
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან).
• წინა სასწავლო წელს გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული ნაშრომები
• წინა სასწავლო წელს ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
• უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმნათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელინ დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
2. სტიპენდიის მოსაპოვების მსურველმა დოქტორანტმა კომისიის სახელზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• განცხადება
• CV
• სამოტივაციო წერილი
• წინა სასწავლო წელს გამოქვეყნებული/დასაბეჭდად გადაცემული ნაშრომი(ებ)ი.
• წინა სასწავლო წელს ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
• უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელინ დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
3. სტიპენდიის მიღების მსურველის სტუდენტების საბუთების მიღება
2014 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით 10.00-დან 17.00 საათამდე თსუ I კორპუსის 208-ე ოთახში.
სტიპენდია არ გაიცემა:
ა) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტზე;
ბ) სტუდენტზე, რომელსაც უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე გავლილი აქვს ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრულ პერიოდზე მეტი;
გ) წინა სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობით გადმოსულ სტუდენტზე;
დ) წინა სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრში სტატუსშეჩერებულ
სტუდენტზე;
ე) სტიპენდიის დანიშვნის მომენტისთვის სხვა სტიპენდიის /საუნივერსიტეტო დაფინანსების მქონე სტუდენტზე;
ვ) სტიპენდიის მიღების სასწავლო წელ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების შემთხვევაში.