2014-12-02
საერთაშორისო კონფერენცია საქართველო თანამედროვე ცვალებად მსოფლიოში
2014 წლის 9-10 დეკემბერს, 9:30-18:00 საათზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო თანამედროვე მსოფლიოში;" კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის მიზანია საქართველოში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების შედეგების წარდგენა.
კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: რა ადგილი უკავია საქართველოს თანამედროვე ცვალებად მსოფლიოში; გლობალიზაციის კონტექსტში საქართველოს პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და ტექნოლოგიური განვითარება; სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა; უსაფრთხოება და იდენტობების ტრანსფორმაცია; საერთაშორისო ცვლილებების ზეგავლენა საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ღირებულებებზე.
კონფერენცია იქნება ორდღიანი და მიეძღვნება საქართველოსათვის აქტუალურ საკითხებზე ჩატარებული უახლესი აკადემიური და გამოყენებითი კვლევების პრეზენტაციას. კონფერენცია დაყოფილია რამდენიმე სესიად: ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, ტრანსფორმაცია და რეფორმები, განათლება და განვითარება, იდენტობები და ღირებულებები, გენდერული თანასწორობა და ეკონომიკური განვითარება. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
კონფერენციის პროგრამა

« იხ. ყველა სიახლე