2013-09-02
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 2013–2014 სასწავლო წლისთვის
ევროკავშირის პროექტის
„ევროპული კვლევების ცენტრის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში ჩამოყალიბებული
თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 2013–2014 სასწავლო წლისთვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში ევროპულ უნივერიტეტებში მობილობის შესაძლებლობით და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 2007 წელს TACIS–ის პროექტის ფარგლებში და ეფუძნება თსუ–ს ოთხ ფაკულტეტს: იურიდიული ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – რაც სტუდენტებს ინტერდისციპლინურ პროგრამაზე სწავლის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით. წამყვანი ევროპელი და ქართველი პროფესორები ლექციებს კითხულობენ ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში ისევე როგორც შეუძლიათ დაბეჭდონ ნაშრომები სამეცნიერო ჟურნალში.
ჩაბარების მსურველებს მოეთხოვებათ:
მიღების პროცედურა შედგება სამი ეტაპისაგან:
გადასახადი: 2,000 ლარი სემესტრის განმავლობაში.
საბუთების შემოტანა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ჭავჭავაძის გამზ. № 3, თსუ მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406.
სამაგისტრო პროგრამისა და ჩაბარების პროცედურების შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ევროპული კვლევების ინსტიტუტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჭავჭავაძის გამზ. #1, მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406.
ტელ: (+995 32) 2 22 78 99
ელ–ფოსტა: ninopar@gmail.com; info.ies@tsu.ge

- ბაკალავრის დიპლომი;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- ევროკავშირის შესახებ ზოგადი ცოდნა;
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება.
მიღების პროცედურა შედგება სამი ეტაპისაგან:
- წერითი გამოცდა ინგლისურ ენაში;
- წერითი გამოცდა სპეციალობაში;
- ინტერვიუ მიმღებ კომისიასთან.
გადასახადი: 2,000 ლარი სემესტრის განმავლობაში.
საბუთების შემოტანა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი, ჭავჭავაძის გამზ. № 3, თსუ მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406.
სამაგისტრო პროგრამისა და ჩაბარების პროცედურების შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ევროპული კვლევების ინსტიტუტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჭავჭავაძის გამზ. #1, მე–2 კორპუსი, მე–4 სართული, ოთახი 406.
ტელ: (+995 32) 2 22 78 99
ელ–ფოსტა: ninopar@gmail.com; info.ies@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე