ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-11-24

კონკურსი „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლა და თსუ ეკო კლუბი აცხადებს სკოლის მოსწავლეთა კონკურს სახელწოდებით -„შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“.

შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე ნარჩენებისგან, გახდი კუნკურსის მონაწილე და გაიმარჯვე.

კონკურსის მიზანია საახალწლოდ ტყეების განადგურებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება.

მოსწავლეებმა ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან უნდა დაამზადონ. საამისოდ უნდა გამოიყენონ ყველაფერი - ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა. მასალა შეიძლება იყოს: მაკულატურა, პოლიეთილენი, ლითონი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვა.

მონაწილეობის მსურველებმა 15 დეკემბრის ჩათვლით თქვენს მიერ შექმნილი ნაძვის ხის ფოტოები გაგზავნეთ საკონკურსო მისამართზე junior@tsu.ge

აუცილებელი მოთხოვნები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ასავე კერძო სკოლების მოსწავლეებს.
(კლასზე შეზღუდვა არ არის)
• დაიცავით კონკურსის წესები
არ გამოიყენოთ ნაძვის ხე და მისი ტოტები
• გამოგზავნილ ნაძვის ხის ფოტოს თქვენი სახელი და გვარი, სკოლა, კლასი არ დაურთოთ, მხოლოდ ფსევდონიმი, გამოაგზავნეთ ელ.მისამართიდან - შედეგად ავტორი ანონიმური დარჩება.

მიღებული ნამუშევრებიდან შეირჩევა საუკეთესო 50, რომლებიც გამოიფინება.

მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ ინფორმაციას კონკურსანტები მიიღებენ ელ.მისამართზე. ასევე სია გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
Facebook - თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
Email: junior@tsu.ge
ტელ: 597 222 616
Print

« იხ. ყველა სიახლე