2013-02-15
ყოველწლიური საერთაშორისო ოლიმპიადა მიკროელექტრონიკაში
27 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პატრონაჟით ჩატარდება
მიკროელექტრონიკის მერვე საერთაშორისო ოლიმპიადის პირველი შესარჩევი ტური. მიკროელექტრონიკის საერთაშორისო ოლიმპიადების ორგანიზატორია კომპანია
Synopsys Armenia, რომელიც წარმოადგენს ცნობილი კომპანიის,
Synopsys, Inc (www.synopsys.com) რეგიონულ ფილიალს. ოლიმპიადაში 15 ქვეყანა მონაწილეობს: აშშ, გერმანია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბელორუსი, ეგვიპტე, ინდოეთი, იორდანია, მალაიზია, რუსეთი, საუდის არაბეთი, საქართველო, სერბია, სომხეთი, უკრაინა, ჩინეთი.
ოლიმპიადის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდა ინჟინრების გამოვლენა და მათ სწავლებაზე და კარიარულ ზრდაზე ზრუნვა. სრული ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ელექტრონულ მისამართზე:
http://www.synopsys.com/Company/Locations/Armenia/EducationalPrograms/MicroelectronicsOlympiad/Pages/default.aspx
ოლიმპიადის ვებგვერდზე წარმოდგენილია წინა ოლიმპიადების შესარჩევი ტესტებისა და ამოცანების კრებული.
შესარჩევი ტური ჩატარდება 27 აპრილს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის მიერ, თსუ ბიბლიოთეკაში.
ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ოლიმპიადის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრს, საქართველოში შესარჩევი ტურის ორგანიზატორს, ბ-ნ ლევ გეონჯიანს: 577-522-995, lev.gheonjian@tsu.ge
მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ დარეგისტრირდნენ 20 აპრილამდე.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტი ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ამზადებს თსუ-ს გუნდს. სასემინარო/საკონსულტაციო ფორმატის მეცადინეობები ტარდება შაბათობით, 09:00 საათიდან ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტში.
მისამართი: თამარაშვილის 6, თსუ ე.ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, VI სართული, სალექციო აუდიტორია 603

« იხ. ყველა სიახლე