2016-04-25

კონკურსი სტუდენტებისთვის

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე  თსუ ახორციელებს პროექტს:„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.

ცხადდება კონკურსი ღონისძიებათა პროგრამის გარეკანის დიზაინზე.
გარეკანი უნდა იყოს სადა და აკადემიური, ფერადი ან შავ-თეთრი, უნდა პასუხობდეს პროექტის სულისკვეთებასა და მთავარ გზავნილს. დიზაინისთვის შესაძლებელია ფოტოების, ფერწერის, გრაფიკის, კოლაჟის, აპლიკაციის გამოყენება.გარეკანზე განთავსებული უნდა იყოს შემდეგი წარწერა:

ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე
ღონისძიებათა პროგრამა
Georgian Tolerance from King Aeetes to the Present Day
Programme of Events
2016

კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გაგზავნონ 2016 წლის 8 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:tolerantoba2016@yahoo.com

გზავნილში უნდა მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, კურსი, ფაკულტეტი, მიმართულება და ტელეფონის ნომერი. ნამუშევარი წერილს უნდა დაერთოს ბმულის სახით.

შერჩეული ნამუშევარი განთავსდება ღონისძიებათა პროგრამის გარეკანზე, შიდა მხარეს მიეთითება ავტორის სახელი და გვარი. იგივე დიზაინი გამოიყენება აფიშებისა და თსუ-ს  საინფორმაციო ვებ-გვერდის გასაფორმებლად.  

Print

« იხ. ყველა სიახლე