ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-11-27

იწყება თსუ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია

სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია იწყება 2019 წლის 2 დეკემბრის 10.00 საათზე და გრძელდება 2 დეკემბრის 18.00 საათამდე.

ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად გაიარეთ რეგისტრაცია lms.tsu.ge-ზე.
ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდგომ (რეგისტრაცია სრულდება 2019 წლის 2 დეკემბერს 18:00 საათზე) ონლაინრეგისტრაციაგავლილი პირი ვალდებულია 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია სტუდქალაქის ადმინისტრაციაში. (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ:  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის “ მე-4 მუხლი. (იხილეთ  შინაგანაწესი)

საკონტაქტო ინფორმაცია:
1 . ბაგების საერთო საცხოვრებელი: მის. წყნეთის გზატკეცილი, თსუ-ს სტუდქალაქი,
ბაგების საერთოს საცხოვრებლის მე-2 კორპუსი. ტელ: (+995 32) 2 25 75 53
2. ლისის საერთო საცხოვრებელი: მის. ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის N11. მობ:
577401771
Email: zaza.tsakadze@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე