2018-02-27
ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2018
„თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერით
28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ატარებს პროექტს ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2018.
სეზონური სკოლის მიზანია მეცნიერებაში ქართველოლოგიის მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება, უახლესი სამეცნიერო კვლევების გაცნობა-პოპულარიზაცია, სამეცნიერო წრეებთან მსმენელთა ადაპტირება. ზამთრის სკოლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის სტუდენტი, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და ქართველოლოგიით დაინტერესებული სხვა ქვეყნების მოქალაქეები, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც, რომლებიც სათანადო დონეზე ფლობენ ქართულ ენას და სურთ ცოდნის გაღრმავება ქართველოლოგიური მეცნიერებების მიმართულებით.
კონკურსის შედეგად შერჩეულ მონაწილეებს ლისის ტბის ფერდობზე მდებარე თსუ-ს სტუდენტურ საცხოვრებელში 6 დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ ლექციები და ვორქშოპები ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულებით:
შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა - ელგუჯა ხინთიბიძე;
უახლესი ქართული ლიტერატურა - თამარ პაიჭაძე, ბელა წიფურია, ზაალ ჩხეიძე;
ქართული ენათმეცნიერება - დარეჯან თვალთვაძე, ალექსანდრე პოპიელი;
საქართველოს ისტორია - ლევან გორდეზიანი;
ანტიკურობის რეცეფცია ქართულ ლიტერატურაში - ზაზა ხინთიბიძე;
ქათული ფოლკლორი - ზურაბ კიკნაძე.
ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2018 გაიხსნება 28 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსში, 220 აუდიტორიაში.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 5 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 202 აუდიტორიაში - შეჯამდება პროექტის შედეგები, გაიმართება მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრების პრეზენტაცია. სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამორჩეული ნაშრომების ავტორებს „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააჯილდოებს ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემიით.

« იხ. ყველა სიახლე