ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-11

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადისა და რომის საპიენცას უნივერსიტეტებში

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად გრანადისა და რომის საპიენცას უნივერსიტეტებში.

სტიპენდიების ჩამონათვალი:
გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
http://www.ugr.es/
იურიდიული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე
რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
http://uniroma1.it/
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, მედიცინა, განათლების მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ, ესპანურ ან იტალიურ  ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი 1
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (საჭიროა მხოლოდ გრანადის უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში - მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ 25 ოქტომბრის 16:00 საათამდ უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
იტალია: 140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
ესპანეთი: 120 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება

შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე