ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე კურსის „გენდერული თანასწორობა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განხორციელება და დიპლომატიის მოდელირება“ (Gender Equality, Implementation of U.S. Foreign Policy and Model Diplomacy) ფარგლებში აცხადებს მიღებას სტუდენტი გოგონებისთვის სემინარებზე დასასწრებად.
აღნიშნული კურსი ხორციელდება პროექტის - „აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მოდელირების სემინარები გოგონებისთვის“ ("U.S. Foreign Policy and Model Diplomacy Seminars for Girls") - ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების/ალუმნი პროგრამის (Democracy Outreach/Alumni Program) ფარგლებში.
სასემინარო კურსის დაწყების თარიღია -
2018 წლის 27 ოქტომბერი.
პროექტზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა -
2018 წლის 12 ოქტომბერი, 18:00 სთ.
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და დასარეგისტრირებლად მიჰყევით
ბმულს.