2010-06-08

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი რისმაგ გორდეზიანს

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივნისის განკარგულებით თსუ-ის  პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი რისმაგ გორდეზიანი მეცნიერებაში გაწეული ღვაწლისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო რისმაგ გორდეზიანს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადასცა, რომელიც ამ მისიის შესასრულებლად საგანგებოდ მოვიდა უკვე ტრადიციად ქცეულ თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო სხდომაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბატონ რისმაგს ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და რომ მას  პენსიაზე გასვლის ფიქრის უფლებაც კი არ აქვს, რადგან მას ჯერ კიდევ დიდი წვლილი აქვს შესატანი ქართული საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებაში.



ვულოცავთ ბატონ რისმაგს დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!










Print

« იხ. ყველა სიახლე