ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით 11-12 ნოემბერს ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. კონფერენციის მიზანია ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
კონფერენციის სამუშაო მიმართულებებია:
- თეორიული ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია;
- მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა, ეკონომეტრიკა, შრომის ეკონომიკა;
- ეკონომიკური ინფორმატიკა;
- საქართველოს ეკონომიკა, რეგიონული ეკონომიკა;
- ფინანსები, საბანკო საქმე, სტატისტიკა, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი;
- ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი;
- ტურიზმი.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად გადადით
ბმულზე.
მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა #2, თსუ მე–10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია