2014-06-09

სემინარი პედაგოგიკის დარგში

12 ივნისს, 18:00 საათზე  პროექტში “ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ-5” მონაწილე ასისტენტ-ხელმძღვანელებისა და დაინტერესებული სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს თსუ პედაგოგიკის ინსტიტუტის პროფესორი, ქალბატონი ეთერ ღვინერია.

 თემა: “სწავლების თანამედროვე მეთოდები”
 ლექცია ჩატარდება თსუ I-კორპუსის 206-ე  აუდიტორიაში.
 
საკონტაქტო პირი: ჟანა ბოლქვაძე 557 666 451

Print

« იხ. ყველა სიახლე