24-26 აპრილს გაიმართება ფართომასშტაბიანი პან-ევროპული ჰაკათონი,
რომლის მიზანია
კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ინოვაციური გადაწყვეტილებების
შემუშავება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ინოვატორებს, სტარტ-აფებს,
გამომგონებლებს, სახელმწიფო და კერძო ბაიერებს, საცალო მოვაჭრეებს,
მომხმარებლებს, ა.შ.
#EUvsVirus hackathon თანაორგანიზატორი არის ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად.
ჰაკათონი
სტრუქტურირებული იქნება 6 კატეგორიის პრობლემების ირგვლივ, რომლებიც
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საჭიროებენ მოკლევადიან
გადაწყვეტილებებს:
ჯანმრთელობა და სიცოცხლე
ბიზნესის განგრძობადობა
სოციალური & პოლიტიკური ერთიანობა
დისტანციურად მუშაობა და განათლება
ციფრული ფინანსები
სხვა
თითოეული ეს გამოწვევა თავის მხრივ მოიცავს 6 გამოწვევას. ჰაკათონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია.
კორონავირუსის ჰაკათონში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ
2020 წლის 19 აპრილამდე.
საჭირო ბმულები:
https://euvsvirus.org/
მკვლევარებს,
მათ შორის მარი სკლოდოვსკა-კიურის სტიპენდიანტებს, შეუძლიათ გაგზავნონ
საკუთარი მოსაზრებები კორონავირუსის პანდემიით დამდგარი გამოწვევებზე,
შემდეგ ბმულზე გადასვლით:
https://ec.europa.eu/eusurvey/runner/EUvsCrisis_challenges
კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით ევროკომისარი, მარია გაბრიელის ტვიტი:
https://twitter.com/GabrielMariya/status/1246042034009444352?s=20
შენიშვნა:
მარი სკლოდოვსკა-კიურის სტიპენდიანტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა
როგორც ჰაკათონის გუნდების წევრების, ისე ჰაკათონის გუნდის მენტორების
რანგში.